საქმეში - დრო ფულია!

www.narmania.org

Geo

En

NARMANIA

RESEARCH & CONSULTING

კომპანიის მიერ მიღებული მოგების 5% ხმარდება სოციალურად დაუცველ ბავშვებს, ასევე 5%-ით ფინანსდება საგანმანათლებლო ღონისძიებები.

 

კომპანია - შპს „ნარმანია, რისერჩ ენდ კონსალტინგ“ 2011 წლის 28 ოქტომბერს დაფუძნდა. კომპანია ემყარება მისი დამფუძნებლების 10-წლიან გამოცდილებას სამართლის, კვლევის და კონსალტინგის სფეროში.

 

კომპანიის დამფუძნებლები:

 

დავით ნარმანია - ეკონომისტი, ეკონომიკის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

 

დავით ნარმანიას ექსპერტიზის სფეროა ბიზნესის სახელმწიფო რეგულირების საკითხები და საჯარო ფინანსები (მ.შ. გადასახადები). ამავე მიმართულებით გავლილი აქვს სამეცნიერო სტაჟირება გერმანიაში პოტსდამის უნივერსიტეტში და ინდოეთში სახელმწიფო ფინანსების და ანგარიშგების სახელმწიფო ინსტიტუტში. მისი პრაქტიკული გამოცდილება დაიწყო საქართველოს საგადასახადო შემოსავლების და ფინანსთა სამინისტროებში. სხვადასხვა დროს ის იყო ფინანსური კონსულტანტი USAID-ის და GTZ-ის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებში, რომლებიც ორიენტირებული იყო საქართველოში ფინანსური სისტემის ეფექტიანობის გაზრდისკენ. იყო მსოფლიო ბანკის საწარმოთა რესტრუქტურიზაციის პროექტის (CERMA) უფროსი ბიზნეს-კონსულტანტი და ბიზნეს-საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, კს „ზაზა რუხაძე და კომპანიის“ ფინანსური ჯგუფის ხელმძღვანელი. ჩატარებული აქვს ტრენინგები საჯარო მოხელეებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებისათვის საჯარო ფინანსების მართვის, გადასახადების და სხვა საკითხებზე. ის არის 60-ზე მეტი სამეცნიერო და ანალიტიკური კვლევის ავტორი/მონაწილე საჯარო ფინანსების მართვის, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების, ფინანური რისკების მართვის და სხვა საკითხებზე.

 

დავით ნარმანიას საქმიანობის სფერო მოიცავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, ცენტრალურ აზიას, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას.

 

 

ირაკლი ნარმანია - იურისტი, გერმანული სამოქალაქო სამართლის მაგისტრი (LL.M.). უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბრემენის უნივერსიტეტში (Tempus პროგრამის სტიპენდიანტი) და კიოლნის უნივერსიტეტში (DAAD პროგრამის სტიპენდიანტი).

 

საადვოკატო საქმიანობას ეწევა 2003 წლიდან, 2005 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი. ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდები (2003), ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით (2003), მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით (2006), საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გამოცდები (2008). სხვადასხვა დროს მუშაობდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სისტემაში და სხვადასხვა კერძო კომპანიებში. გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში, ასევე საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის (NORLAG) და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებით.