საქმეში - დრო ფულია!

www.narmania.org

Geo

En

NARMANIA

RESEARCH & CONSULTING

კომპანიის მიერ მიღებული მოგების 5% ხმარდება სოციალურად დაუცველ ბავშვებს, ასევე 5%-ით ფინანსდება საგანმანათლებლო ღონისძიებები.

 

სამართლებრივი კონსალტინგი (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი)

 

კომპანია უწევს იურიდიულ მომსახურებას მარწმუნელებს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში, რაც მოიცავს ხელშეკრულებების მომზადებას, სამართლებრივი შეფასებას, რისკების განსაზღვრას, მოლაპარაკებებში მონაწილეობას, დასკვნების მომზადებას, კომპანიების დაფუძნებას, უცხოური კომპანიების წარმომადგენლობების რეგისტრაციას საქართველოში, კომპანიების ეფექტური მართვასა და საგადასახადო ადმინისტრირებას, წარმომადგენლობას სასამართლოებში, სახელმწიფო ორგანოებსა და არბიტრაჟში.

 

 

 

კომპანია განსაკუთრებით ორიენტირებულია შემდეგ სეგმენტზე:

 

  • სამოქალაქო სამართალი
  • სამეწარმეო სამართალი
  • საგადასახადო სამართალი
  • უძრავი ქონების სამართალი
  • საბანკო და საკრედიტო სამართალი
  • მშენებლობის სამართალი
  • შრომის სამართალი
  • საავტორო უფლებების დაცვა
  • საფინასო და ფასიანი ქაღალდების სამართალი
  • ადმინისტრაციული სამართალი
  • უცხოელთა სამართალი

 

კონსულტაცია შესაძლებელია ზეპირ, წერილობით და ონლაინ ფორმატში, დამკვეთის სურვილის მიხედვით.

 

 

სასამართლოში წარმომადგენლობა (საადვოკატო მომსახურება)

 

კომპანია წარმოადგენს და იცავს მარწმუნებლების ინტერესებს სახელმწიფო ორგანოებში, არბიტრაჟში და საქართველოს სასამართლოებში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე:

 

  • სახელშეკრულებო დავები
  • ქონებრივი დავები
  • სამეწარმეო დავები
  • საგადასახადო დავები
  • სამშენებლო დავები
  • შრომითი დავები
  • საოჯახო და მემკვიდრეობის საკითხები

 

კომპანია ორიენტირებულია დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურ დაცვაზე და სთავაზობს მას სანდო და კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას.

 

 

საჯარო სტრუქტურებში ინტერესების დაცვა

 

კომპანია დამკვეთის ინტერესების შესაბამისად, წარმოადგენს მას სხვადასხვა საჯარო სტრუქტურებთან ურთიერთობაში. ეს შეიძლება იყოს შემდეგი სტრუქტურები:

 

  • ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო
  • საგადასახდო ომბუდსმენის ადმინისტრაცია
  • ეკონომისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • შემსყიდველი საჯარო დაწესებულება
  • სხვა საჯარო დაწესებულება

 

 

საგადასახადო და საბაჟო კონსალტინგი

 

საგადასახადო და საბაჟო კონსალტინგი კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. მრავალრიცხოვანი საკანონმდებლო აქტებიდან და არც ისე მარტივი პროცედურებიდან გამომდინარე, ბიზნესისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით კვალიფიციური კონსალტინგი. ჩვენი მომსახურება მოიცავს შემდეგ პაკეტს:

 

  • საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის ლაბირინთებში გარკვევა
  • გადასახადების ადმინისტრირება (გამოანგარიშება, დეკლარირება და გადახდა)
  • საგადასახადო დავების პროცედურებში გარკვევა და წარმომადგენლობა საჯარო უწყებებში
  • წარმომადგენლობა საბაჟო ორგანოებში და საქონლის განბაჟება

 

 

კონსალტინგი სახელმწიფო შესყიდვებში

 

სახელმწიფო შესყიდვები საჯარო-კერძო პარტნიორობის (Public Private Partnership) განხორციელების ერთ-ერთი საშუალებაა. ჩვენი პერსონალი სრულყოფილად იცნობს შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობას და პროცედურებს, ფლობს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემას (https://tenders.procurement.gov.ge) და შეუძლია ოპერირება მასში.

 

სახელმწიფო შესყიდვებში კონსალტინგი მოიცავს როგორც საჯარო, ასევე ჯერძო სექტორისთვის კონსულტაციებს:

 

  • კონსულტაციები საჯარო სექტორისთვის:
  • შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა
  • კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება
  • სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ოპერირება

 

  • კონსულტაციები კერძო სექტორისთვის:
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება
  • შემსყიდველ ორგანიზაციასთან ანგარიშგება
  • სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ოპერირება

 

 

კონსალტინგი ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისათვის

 

ევროკავშირის ბაზარი საქართველიში მოქმედი კომპანიებისთვის სულ უფრო მეტად მიმზიდველი ხდება. ახლო მომავალში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება, რომელიც ქართული პრიდუქციის დაშვებას ევროკავშირის ბაზარზე მნიშვნელოვნად გაამარტივებს. მიუხედავად აღნიშნულისა, ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად მრავალრიცხოვანი პროცედურები არსებობს.

 

ჩვენი კომპანიის პერსონალს (პროფესიით ევროპათმცოდნე, ევროპული ბაზრის რეგულაციების ექსპერტი) შეუძლია კვალიფიციური კონსულტაციები შემდეგი მიმართულებით:

 

  • ევროკავშირის საბაჟო საკანონმდებლობის და ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურები
  • ევროკავშირი საქონლის/პროდუქტების სტანდარტიზაციისა და უვნობლობასთან დაკავშირებული სარეგულლაციო სისტემები;
  • HACCP-ის (Hazard Analysis and Critical Control Point) ფუნქციის, საწარმოში იმპლემენტაციის მნიშვნელობა-სარგებლიანობის ანალიზი და იმპლემენტაციის გზები
  • ევროკავშირის ბაზრის მიმოხილვა (ევროკავშირის ბაზარზე არსებული გარკვეულ პროდუქტებზე საბაზრო მოთხოვნის დინამიკა და კონკურენტული გარემოს ზოგადი ანალიზი)
  • ევროკავშირის ბაზარზე მოქმედი პოტენციური პარტნიორების (იმპორტიორი კომპანიები, კონსალტინგები, საბაჟო აგენტები, საშუამავლო ფირმების) შესახებ ინფორმაცია
  • საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტზე ორიენტირებული კონკრეტული პროდუქტების ექსპორტის სქემებისა და ექსპორტისათვის განსახორციელებელი აქტივობის დეტალური მიმოხილვა

 

 

სამეწარმეო რისკების მართვა

 

სამეწარმე რისკები თანამედროვე (მუდმივად ცვალებადი) ბიზნეს-გარემოს თანამდევი მოვლენებია. სამეწარმეო რისკების მართვა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს კომპანიის წარმატებას და მისი მდგრადი განვითარების უმთავრესი წინაპირობაა.

 

სამეწარმეო რისკების მართვა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

 

  • რისკების გამოვლენა და კლასიფიკაცია
  • რისკების გაზომვა და საფრთხის შეფასება
  • რისკების მართვა (მ.შ. პროექტის რისკების მართვა)
  • რისკების მონიტორინგი და შეფასება

 

 

ბაზრის მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევა

 

ბაზრის კვლევა კომპანიის ბაზარზე შესვლისა (შეღწევის) და შესვლის შემდგომ განვითარების უმთავრესი წინაპირობაა. ამდაგვარი კომპანიები მუდმივად უნდა ზრუნავდნენ ისეთი საკითხების გამოკვლევაზე, როგორიცაა:

 

  • კონკურენტების მდგომარეობა ბაზარზე და მათი კონცენტრაცია
  • კომპანიის SWOT-ანალიზი (ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები)
  • მომხმარებლის დამოკიდებულება კომპანიის და პროდუქციის მიმართ

 

ჩვენი კომპანიის სერვისი მოიცავს ნებისმიერი ამ მიმართულებით კვალიფიციური კვლევის განხორციელებას, რომელიც პერიოდულად განახლებადი იქნება.

 

 

აუდიტი

 

კომპანია პარტნიორი აუდიტორების მეშვეობით და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით ახორციელებს კვალიფიციურ აუდიტორულ მომსახურებას. კომპანიას ჰყავს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტირული საქმიანობის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული აუდიტორები, რომელთაც არაერთი მცირე, საშუალო და დიდი კომპანიის აუდიტის გამოცდილება გააჩნიათ.

 

აუდიტორული მომსახურება მოიცავს როგორც საბუღალტრო დოკუმენტაციის ანალიზს, ასევე ქონების შეფასებას და ფინანსურ ექსპერტიზას.

 

 

ტრენინგები

 

კომპანიასთან თანამშრომლობენ კვალიფიციური ტრენერები, რომელთა მონაწილეობიუთაც ტარდება ტრენინგები შემდეგი მიმართულებით:

 

  • საგადასახადო საქმე
  • სახელმწფო შესყიდვები
  • მარკეტინგი
  • მენეჯმენტი
  • PR-ტექნოლოგიები

 

ტრენინგები ტარდება როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის (სტუდენტები, დასაქმების მსურველები და ა.შ.).

 

ტრენინგები ძირითადად ტარდება ტრენერთა ჯგუფის მიერ სწავლების (Team Teaching) მეთოდით, რომლის უპირატესობაა ტრენერის მიერ იმ საკითხების სწავლება, რაშიც მას ყველაზე მეტი პრაქტიკა აქვს.

 

ტრენინგების წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი და წარმატებული მსმენელები გაივლიან სტაჟირებას ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში.